მან წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი
და პროფესიული გზა დაწყებითი კლასის პედაგოგობით გააგრძელა![]()
.
სამი ათწლეული წელია ერთგულად ემსახურება განათლებას — მუშაობდა ქუთაისის პირველ საავტორო სკოლასა და ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ![]()
.
ის არის 3 გრიფირებული წიგნის თანაავტორი და 7 წიგნის რედაქტორი (ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ზ. ვახანია) ![]()
, ეს მის პროფესიულ კომპეტენციასა და ავტორიტეტზე ნათლად მეტყველებს.
მისი უმთავრესი საზრუნავი ბავშვებია
. თითოეული მოსწავლე მისთვის ცალკე სამყაროა, რომელსაც ყურადღება, სითბო და სწორი მიმართულება სჭირდება.
მისთვის პედაგოგობა მხოლოდ საქმიანობა არ არის — ეს მისი ყოველდღიური ფიქრი, ზრუნვა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
.
თავის პროფესიაზე უსასრულოდ შეუძლია საუბარი, რადგან ამ საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული
.
ეს არის ერთდროულად უაღრესად საპასუხისმგებლო და საოცრად მადლიანი საქმე, და იგი ბედნიერია, რომ ყოველდღიურად შეუძლია ამ მადლის დათესვა და მისი ნაყოფის დანახვა ![]()
.
ირმა გახოკია — ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი; გახლავთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაწყებით კლასებში ქართული ენის გრიფირებული 3 სახელძღვანელოს თანაავტორი და 7 წიგნის რედაქტორი; არის გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის „ქი ქონსალთინგ“-ის წევრი.