Myschool

მარი გერეხელია

მისი პროფესიული გზა შრომით, შეუპოვრობითა და დიდი ნებისყოფითაა გაკვალული 🌷✨.

წლების განმავლობაში მან შეძლო საკუთარი საქმის გაძლიერება, განვითარება და სანდო გუნდის ჩამოყალიბება 🤝🌟.

ფლობს და ხელძღვანელობს საკუთარ სილამაზის სალონს.💄🌿

პარალელურად საქმიანობს საქორწინო და სადღესასწაულო ღონისძიებების დიზაინის სფეროში 💍🌸.

თითოეული პროექტი მისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემოქმედებითი პროცესია 🎨 — სადაც დეტალები, ესთეტიკა და ინდივიდუალური ხედვა მთავარ როლს ასრულებს.

იგი ძალიან აქტიური და მიზანდასახული ადამიანია 🚀 — მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე, ახალ იდეებსა და სამომავლო გეგმებზე 📈. მისთვის საქმე მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების სტილია ❤️.

ოჯახი მისი მთავარი ძალა და მოტივაციაა 👨‍👩‍👧‍👦💞. ჰყავს ფეხბურთელი შვილი, რომელიც ჯერ მხოლოდ 15 წლისაა.

მათი მხარდაჭერა მის წარმატებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს 🙏✨.

მარი გერეხელია – წარმატებული ბიზნესვუმენი; 9 წელია ფლობს და ხელმძღვანელობს საკუთარ სილამაზის სალონს; აქტიურად საქმიანობს ივენთებისა და ღონისძიებების ორგანიზების ბიზნესში, სადაც ქმნის გამორჩეულ და ინდივიდუალურ პროექტებს.