Myschool

ხათუნა რუსიეშვილი

✨,,ჩემი 23-წლიანი პედაგოგიური საქმიანობა ორ ნაწილად იყოფა — სანამ დედა გავხდებოდი და შემდეგ, როცა დედობის მადლი მებოძა უფლისგან. 🌸 ყველა ეტაპზე ვცდილობდი ვიყო სამართლიანი და შემემჩნია თითოეული მოსწავლის ნიჭი და შესაძლებლობა. 🌷🌠

როცა შვილი გამიჩნდა, ყველა მოსწავლეში უკვე ჩემს შვილს ვხედავდი და ვხედავ დღესაც.  მათ სიხარულში ვპოულობ შთაგონებას, მათ შეცდომებში — ზრდის შესაძლებლობას, მათ წინსვლაში — საკუთარ გამარჯვებას. 🌷

„ყურადღებიანი დამრიგებლისთვის ყოველი მოსწავლე თითქოს მისი შვილია — უსმენს, ამშვიდებს, ამხნევებს და პასუხისმგებლობას გრძნობს მის აღზრდაზე.“ როცა ჩემი მოსწავლე მეუბნება: „ხათუნა მასწავლებელო, მე თქვენგან დედის სითბოს ვგრძნობდი“ — ეს უკვე ყველაფერს ამბობს. ❤️👩‍🏫

ხათუნა რუსიეშვილი –  სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის V(გ)კლასის დამრიგებელი;