2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებულმა გამოსაცდელთა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროფესიონალიზმს, დიდ სიყვარულსა და თავდადებას აუცილებლად მოაქვს შედეგი! 🎯🎓
სალომე ჯინორიძე — თბილისის 64-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, განათლების ექსპერტი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეპეტიტორია, მისმა აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში უმაღლესი ქულების მოპოვება შეძლეს.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სალომე მასწავლებლის აბიტურიენტების პირველი რეაქციები, საოცარი, გულწრფელი ემოციები ჩვენზე მეტს ყვება:
ლულუ ქარჩავა (53 ქულა) 🙏🫂
„მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ სალომე მას, იმ შრომისთვის, რომელიც ჩემში ჩადეთ. დღევანდელი შედეგი მხოლოდ ჩემი არ არის – მასში თქვენი ცოდნა, მოთმინება, მხარდაჭერა და რწმენაც უდიდეს როლს თამაშობს. მადლობა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მამხნევებდით, მაძლევდით მოტივაციას და ყოველთვის ცდილობდით, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა, რაც ამ ქულით კიდევ უფრო მეტად დამტკიცდა.“
დათუნა ალადაშვილი – (57 ქულა)🙏🫂
,,უმაღლესთან მიახლოებულ ქულას ველოდი, მაგრამ 57-მა ქულამ მოლოდინს გადააჭარბა, ყოველივე ეს სალომე მასწის დამსახურებაა. გარემო, მოსწავლეებიც და მასწავლებელიც უმაგრესები იყვნენ და ის „განსხვავებული“ სწავლის მეთოდები, რომელსაც სალომე მასწავლებელი იყენებდა, თითოეულ ჩვენგანს ძალიან დაეხმარა მაღალი ქულის მიღებაში. ვიშრომეთ, ვიწვალეთ, სამაგიეროდ ახლა გახარებულები ვისვენებ”.
ვერა სანიკიძე – (55 ქულა) 🙏🫂
,,უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ არაჩვეულებრივი პერიოდისთვის, რომელიც თქვენთან გავატარე. თქვენ რომ არა და თქვენი შრომა რომ არა, მართლა ვერ მივაღწევდი ასეთ შედეგს. ჩემთვის იყავით არა მხოლოდ საოცარი მასწავლებელი, არამედ მეგობარიც — მართლა საუკეთესო მასწავლებელი ხართ, არა მხოლოდ ძლიერი სწავლების კუთხით. სიტყვებითაც კი ვერ აღვწერ, თქვენთან გატარებული დროისა და თქვენგან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ჩემთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, თქვენთან ერთად გავიზარდე ყველანაირად
ძალიან მომენატრებით თქვენ და თქვენი გაკვეთილები. ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს თქვენთან. აბიტურიენტობის პერიოდი ჩემთვის დაუვიწყარი იქნება — სწორედ თქვენ გამო.
ძალიან, ძალიან მიყვარხართ, მას, და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის”.
ანა ალადაშვილი – (52 ქულა) 🙏🫂
,,სალომე მასწავლებლის გაკვეთილები ჩემთვის გონებრივთან ერთად სულიერ წვრთნასაც წარმოადგენდა. ქართულის გაკვეთილებზე არა მარტო ქართულ ენას, არამედ ისტორიასაც და ზოგადსაკაცობრიო საკითხებსაც ვეხებოდით. სრულიად სხვა თვალით შევხედე სწავლა-სწავლების პროცესს — მანამდე თუ ქართული ჩემთვის დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენდა, სალომე მასწავლებელთან შეხვედრის შემდეგ წარმოდგენა სრულიად შემეცვალა, სწორედ მისი დამსახურებით მივიღე სასურველი ქულა.”
სალომე აზოიდუ – (54 ქულა) 🙏🫂
,,სალომე მასწავლებელი და მისი შრომისუნარიანობა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. ადამიანს, რომელსაც თავისი საქმე ისე უყვარს, როგორც ჩვენს მასწს, წარმოუდგენელია, სასურველ შედეგამდე არ მიგიყვანოს…”
გია ჯავახიშვილი – (50 ქულა) 🙏🫂
,,გამოცდებამდე სულ 3 თვე რჩებოდა და ყველანაირი იმედი მქონდა დაკარგული, რადგან ძალიან ცუდ შედეგზე გავდიოდი (ქართულში ბარიერს ვერ ვლახავდი). თუმცა, სალომე მასწავლებელთან მოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ამ დარჩენილ დროში თითქმის ნულიდან შევძლებდი სათანადოდ მომზადებას და სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრას. გაკვეთილების პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, ყოველ გაკვეთილზე დიდი სიამოვნებით დავდიოდი. სალომე მასწავლებლის სწავლების უნიკალური მეთოდებით მე შევძელი ამ მოკლე დროში ყველა მხრივ სათანადოდ მოვმზადებულიყავი და ამგვარად გამოცდაზეც ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მივედი. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ამ მოკლე დროში შევძლებდი ასეთი მაღალი ქულის აღებას, თუმცა საბოლოოდ იმაზე ბევრად უკეთესი ქულა მივიღე, ვიდრე ველოდი. ახლაც არ მჯერა, რომ სამთვიანი მომზადებით 50 ქულის აღება შევძელი.”
ვულოცავთ სალომე მასწავლებელსა და მის აბიტურიენტებს წარმატებას, რომელიც მართლაც დიდმა შრომამ და სიყვარულმა მოიტანა!
#myschoolcom