Myschool

ლილიანა გოგოლაძის „ქართული განათლების ცენტრის“ ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც დიაგნოსტიკური ტესტირებით იწყება🙏✨

ლილიანა გოგოლაძე — განათლების სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი და „ქართული განათლების ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მისი პროფესიული საქმიანობის მთავარი მოტივაცია თაობებთან ურთიერთობა და პროფესიის სიყვარულია.

სწორედ ამ ხედვით, 2015 წელს შეიქმნა „ქართული განათლების ცენტრი“ — სივრცე, სადაც ხარისხიანი განათლება, პროფესიონალი პედაგოგები და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება.

ცენტრი მდებარეობს ქ.თბილისში ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის I-ში და მოსწავლეებს სთავაზობს სწავლებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებასა და ინგლისურ ენაში.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მათთვის, ვისაც ადგილზე დასწრება არ შეუძლია, მოქმედებს ონლაინ სწავლების ფორმატიც. 💻

ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სწავლის დაწყებამდე ტარდება დიაგნოსტიკური ტესტირება, სწავლის პროცესში კი ხორციელდება პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო სტრატეგიის კორექტირება. აბიტურიენტებისთვის გათვალისწინებულია იმიტირებული გამოცდებიც.

„ქართული განათლების ცენტრი“ ქმნის უსაფრთხო, მყუდრო და პოზიტიურ გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და თავდაჯერებულად მოემზადონ მომავალი გამოწვევებისთვის. ✨

📢 „ქართული განათლების ცენტრი“ აცხადებს ახალ მიღებას!

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილის განათლებაზე იზრუნონ გამოცდილმა და კვალიფიციურმა პედაგოგებმა, ცენტრი მზად არის, შემოგთავაზოთ ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები.

📍 ჟვანიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია, მგალობლიშვილის I;

რა საგნები ისწავლება: 📚 ქართული ენა და ლიტერატურა | ისტორია | სამოქალაქო განათლება | ინგლისური ენა;

💻 ცენტრში მიმდინარეობს, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ სწავლება;

📱577 38 81 45;

ლილიანა გოგოლაძის „ქართული განათლების ცენტრი“

#Myschoolcom

*Myschoolcom–ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.