Myschool

​სვანეთიდან ბაქოს სამიტამდე — ლანა ლუხუტაშვილის ტრიუმფალური გზა პედაგოგიკაში 🙏✨

სვანეთის უშფოთველ მთებში, სადაც ცა დედამიწას ეხება, ერთ პატარა გოგონას ჰქონდა დიდი ოცნება. ამ გოგონამ ბავშვობიდანვე უამრავი იშრომა, რომ ეს ოცნება რეალობად ექცია. 

დიახ, ლანა ლუხუტაშვილისთვის პედაგოგიკა არასოდეს ყოფილა უბრალო პროფესია — ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მოწოდება. მისი შთაგონება საყვარელი მასწავლებელი, ზაირა ჯაფარიძე გახდა. სწორედ მის გაკვეთილებზე ისწავლა ლანამ, რომ ენა მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა კი არა, სამყაროს შეცნობის გასაღები და უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინებაა.📖✅

​ცხოვრების გზა ხშირად გვიწყობს გამოცდას. ეროვნულ გამოცდებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე, როდესაც იგი დედაქალაქში ჩამოვიდა, ლანას ცივი სკეპტიციზმი დახვდა. „სვანეთიდან ჩამოსული მოსწავლე სამ თვეში გამოცდებს ვერ ჩააბარებს“, — გაისმა განაჩენივით.

​თუმცა, ლანას შინაგანმა რწმენამ სხვების ეჭვები მალევე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

​შედეგმაც არ დააყოვნა — 50-დან 47 ქულა! ეროვნულ გამოცდებზეც ლანამ უმაღლესი შედეგები აჩვენა, და უნივერსიტეტში 100%-იანი სასწავლო გრანტით ჩაირიცხა. მან დაამტკიცა, რომ რეგიონშიც მოსწავლეები არანაკლები ცოდნით გამოირჩევიან და მოსწავლეთა ნიჭიერება, შესაძლებლობები სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, ქალაქის ელიტურ სკოლაში სწავლობენ თუ მაღალმთიანი რეგიონის სოფელში!🏆

​დღეს, ლანა ინგლისური ენის სპეციალისტია და უკვე 12 წელია მოსწავლეებს ცოდნის უსასრულო ოკეანეში უძღვება. მოღვაწეობს სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ მულახისა და სოფელ იფარის სკოლებში, პარალელურად კი, როგორც რეპეტიტორი, 80-მდე მოსწავლეს ამზადებს და მომავალს უშენებს.

​მისი აკადემიური გზა დაუღალავი შრომისა და თვითგანვითარების მაგალითია:

  • ​2015 წელი: წარმატებით დაამთავრა ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი.
  • ​ფსიქოლოგიის მაგისტრატურა: დაასრულა ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, რაც ეხმარება ჩასწვდეს ბავშვის შინაგან სამყაროს, დაინახოს თითოეული მოსწავლის ფარული პოტენციალი და შექმნას გარემო, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად და უსაფრთხოდ გრძნობს.
  • ​2021 წელი: ჩააბარა ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.
  • ​2026 წელი: კვლავ განაგრძობს სწავლას და ჩააბარა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.😍👏

სპეციალისტს ჩაბარებული აქვს საერთაშორისო გამოცდები :CAE, Tesol,Tefl,Delta,C2;

​ლანა არასოდეს სჯერდება მიღწეულს — საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტები იტალიასა თუ თურქეთში, ინოვაციები და უწყვეტი პროფესიული ზრდა მისი ყოველდღიურობაა.

​2026 წელს მან მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო სამიტებში — ერთი ჩატარდა თბილისში, ხოლო 12 სექტემბერს ბაქოში გამართულ მასშტაბურ სამიტზე იგი თარჯიმნის საპასუხისმგებლო როლში მოგვევლინა! მისთვის სწავლება მხოლოდ გრამატიკული კონსტრუქციები როდია; ეს არის ადამიანური ღირებულებების, გულწრფელობისა და საკუთარი თავის რწმენის შთაგონება. ✨🌸

​🕊️ მთავარი გზავნილი მომავალ თაობებს:

​ყოველ გაზაფხულზე, როდესაც მეთორმეტეკლასელებს ციცინათელებივით აცილებს დიდ ცხოვრებაში, ლანას თვალებში სიამაყე და ცრემლი ერთად კრთის.

​მისი ცხოვრების მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის:

​„მიუხედავად გარშემომყოფთა ეჭვებისა, დროის სიმცირისა თუ დაბრკოლებებისა, არასოდეს დაუთმოთ სხვებს უფლება, განსაზღვრონ თქვენი შესაძლებლობები! ირწმუნეთ საკუთარი პოტენციალის, იარეთ მწვერვალებისკენ და გახსოვდეთ — შინაგანი რწმენა არის ის ერთადერთი ჯადოქრობა, რომელიც ოცნებებს რეალობად აქცევს!“ 🕊️💖✨

#Myschoolcom

*Myschoolcom–ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.