Myschool

დიანა გაბისონია — მასწავლებლის, მენტორისა და ლიდერის პროფესიული გზა თანამედროვე განათლებაში 📚💡

დიანა გაბისონია იმ მასწავლებელთა შორისაა, რომლებიც პროფესიულ განვითარებას არასდროს წყვეტენ — მუდმივად სწავლობენ, ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაში მთელ რესურსსა და მონდომებას დებენ და ცდილობენ, თითოეულ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში დაეხმარონ.🏆📚

ასეთი პედაგოგების შრომა კი საბოლოოდ მოსწავლეების შედეგებშიც აისახება — ხშირად სწორედ მათი მიღწევები გვაჩვენებს, ვინ იდგა მათ გვერდით, ვინ ასწავლიდა, ამხნევებდა და სწავლის მოტივაციას უღვივებდა. დიანა გაბისონიას პროფესიული საქმიანობაც სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება. 🌟

დიანა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულება, წარჩინებით დაამთავრა, თუმცა მისთვის უნივერსიტეტის დასრულება სწავლის დასასრული არ ყოფილა — პირიქით, სწორედ აქედან დაიწყო პროფესიული განვითარების უწყვეტი გზა.

პედაგოგიური საქმიანობის პირველ წლებში დიანამ ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის კურსი გაიარა ნია კაკუშაძესთან. შემდეგ კი მისი პროფესიული გზა არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაუკავშირდა — მუშაობდა აკაკი კორნელი კეკელიძის სახელობის №29 საჯარო სკოლაში, კერძო სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“, „თანამედროვე განათლების აკადემიაში“, დღეს კი თბილისში, ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. 🏫📖

დიანას პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას უკავია. მიღებული ცოდნა მან პრაქტიკაში გადაიტანა და მოსწავლეებისთვის არაერთი ინტეგრირებული და შემოქმედებითი პროექტი განახორციელა.

მათ შორისაა „უსაფრთხოება, ფიზიკა, ქიმია და ინგლისური — ინტეგრირებული პროექტი“, რომლის ფარგლებშიც მე-9–მე-11 კლასის მოსწავლეებმა უნივერსიტეტისა და ილია ვეკუას სახელობის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიები მოინახულეს, ექსპერიმენტებსა და დემონსტრაციებს დააკვირდნენ და თეორიული ცოდნა რეალურ სამეცნიერო გარემოს დაუკავშირეს. 🔬⚗️

დიანა მენტორი, ქოუჩი და სერტიფიცირებული ტრენერია. მას ასევე აქვს პროფესიული მომზადება ნეიროფსიქოლოგიისა და ნეიროლინგვისტიკის მიმართულებით.

 წლების განმავლობაში მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და პროფესიულ შეხვედრებში როგორც მონაწილე და სპიკერი. 🌍🎤

2026 წელს დიანა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ბაქოში გამართულ Global Education Summit-ში მონაწილეობდა, რომლის მთავარი თემები განათლების ლიდერობა, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები და ადამიანური პოტენციალი იყო. 🤖🌐

მისი საქმიანობა მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება. დიანა მოსწავლეებისთვის დამატებით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის — ინგლისური ლიტერატურის კლუბი, GAS-TV/ტელეკლუბი, უკვე ათწლიანი ტრადიციის მქონე Spelling Bee და სხვა შემოქმედებითი ინიციატივები მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. 📚🎬✨

გარდა ამისა, დიანა ქმნის და ავრცელებს უფასო საგანმანათლებლო რესურსებს EnglishSparkle-ისა და Educator-ის პლატფორმების საშუალებით, რითაც ხარისხიან სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს.

დიანა უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო კომპანია Key Consulting-თან, სადაც არაერთი ტრენინგი გაიარა და სხვადასხვა პროფესიულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამ თანამშრომლობამ მის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და საბოლოოდ, თავადაც გახდა Key Consulting-ის ტრენერი, სადაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა პროფესიონალებს უზიარებს.

მისთვის განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის. დიანა მიიჩნევს, რომ განათლების მთავარი მიზანია ადამიანის მომზადება ცხოვრებისთვის — დამოუკიდებელი აზროვნებისთვის, გადაწყვეტილებების მიღებისთვის, პასუხისმგებლობის აღებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. 💙

✨ დიანა გაბისონიას პროფესიული გზა სწორედ ერთი მთავარი პრინციპით ვითარდება — თავად მუდმივად ისწავლოს, განვითარდეს და მიღებული გამოცდილება მოსწავლეების წარმატებად აქციოს. 📚🌟

#Myschoolcom

*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას