Myschool

სოფო იმერლიშვილი — ფსიქოლოგია განათლებაში: სწავლება, როგორც ურთიერთობისა და განვითარების პროცესი ✨📚

სოფო იმერლიშვილი – ფსიქოლოგი, მასწავლებელი.  განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრი, სპეციალიზაციით სოციალური გამოყენებითი ფსიქოლოგია. უფროსი მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი, ასევე ტრენინგების ხელმძღვანელი.“ მისი აკადემიური განათლება აერთიანებს ორ სფეროს განათლებას და ფსიქოლოგიას რაც საშუალებას აძლევს შექმნას სწავლების ისეთი მიდგომები, რომლებიც არა მხოლოდ აუმჯობესებს განათლების ხარისხს, არამედ უზრუნველყოფს ჯანსაღ და მხარდამჭერ სასწავლო გარემოს.📚👏

დღეს, როცა ონლაინ სწავლება საშუალებას იძლევა განათლება საზღვრებს გასცდეს, განსაკუთრებულად გამოირჩევა როგორც ახალგაზრდა რეპეტიტორი, რომელიც აბიტურიენტებს სამოქალაქო განათლებაში ამზადებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს ეხმარება კულტურული იდენტობისა და ზოგადი ცოდნის განმტკიცებაში. მისი გაკვეთილები აერთიანებს საგნობრივ ცოდნასა და ემოციურ მხარდაჭერას, რაც მათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება. 🇬🇪✨

ფსიქოლოგის პროფესიული ცოდნა სოფოს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზროს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ჩამოაყალიბოს მათზე მორგებული მიდგომები. 

გარდა ამისა, ის ამზადებს მასწავლებლებს პროფესიული წინსვლისთვის, მათ შორის სპეციალური მასწავლებლის და სამოქალაქო განათლების გამოცდებისთვის.

📖 მისი გაკვეთილები მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებაზე არ არის ორიენტირებული, სოფო მოსწავლეებს ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, მსჯელობას, არგუმენტირებულ საუბარსა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას, ხოლო მასწავლებლებს სხვადასხვა რეგიონიდან პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

მისი პროფესიული ხედვა ეფუძნება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებას. სწორედ ფსიქოლოგიის ცოდნა ეხმარება მას, უკეთ გაიაზროს თითოეული მოსწავლის თავისებურებები, სწორად შეარჩიოს სწავლების მეთოდები და შექმნას გარემო, სადაც ბავშვი და მოზარდი თავს უსაფრთხოდ, მოტივირებულად და მხარდაჭერილად იგრძნობს. 🤝📚

სოფოსთვის განათლება მხოლოდ აკადემიური შედეგის მიღწევა არ არის — ის პროცესია, რომელიც მოსწავლის როგორც ცოდნის, ისე პიროვნული უნარების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ მის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებელი მსჯელობის, თავდაჯერებულობისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის ხელშეწყობას.

სწავლების პროცესი ეს არის ცოდნის გადაცემის პროცესი, მაგრამ უფრო ღრმად ეს არის ურთიერთობა, სადაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან აზრს. სწავლება არის დიალოგი, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ გარდაიქმნას.

✨ ფსიქოლოგიის ცოდნა, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და პედაგოგიური საქმიანობა სოფო იმერლიშვილს მრავალმხრივ პროფესიონალად აქცევს. მისთვის თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური შედეგი.

🎓 სოფო მასწავლებელთან მიღება უკვე დაწყებულია! აბიტურიენტების გარდა, ის ამზადებს, მასწავლებლობის მსურველებს,სპეციალური მასწავლებლის და სამოქალაქო განათლების გამოცდებისთვის.

💻 სწავლება მიმდინარეობს ონლაინ;

📞 საკონტაქტო ნომერი: 592 10 82 39;

#Myschoolcom

*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას