თუ თქვენს შვილს ქცევითი სირთულეების დაძლევაში, ემოციების მართვაში ან თანატოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში სპეციალისტის დახმარება სჭირდება, თამარა კინგი ის პროფესიონალია, რომლის გაცნობასაც გირჩევდით. მისი საქმიანობა ფსიქოლოგიას, განათლებასა და ქოუჩინგს აერთიანებს.🙏✨
თამარა მუშაობს ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან, რადგან ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი საჭიროებების გააზრება, არამედ უფროსებს შორის თანამშრომლობაც. 💙

თამარა კინგი სკოლის ფსიქოლოგიური კონსულტანტი, ინტეგრალური ქოუჩი, მეთოდოლოგი და ტრენერია. მას მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კანადური კოლეჯის დიპლომი ფინანსური სერვისების მიმართულებით. ფსიქოლოგიისა და ადამიანური განვითარების სფეროში გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო პროფესიული პროგრამა, მათ შორის Yale University-ის სერტიფიცირებული პროგრამა ბავშვის ქცევის, აღზრდისა და ქცევითი მიდგომების მიმართულებით, Transformation Academy-ის პროგრამები და ბავშვთა ფსიქოლოგიის, ქოუჩინგისა და ჰიპნოთერაპიის კურსები. ასევე გავლილი აქვს კანადური წითელი ჯვრის Psychological First Aid — ფსიქოლოგიური პირველადი დახმარების პროგრამა.

თამარა წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა კანადაში. მონრეალში ატარებდა ტრენინგებს სპეციალისტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს 200-ზე მეტ ტრენინგს, სემინარსა და საგანმანათლებლო შეხვედრას, ასევე 1000-ზე მეტ ინდივიდუალურ და საკონსულტაციო შეხვედრას.

თამარა Key Consulting-ისა და სხვა პროფესიული ტრენინგცენტრების ტრენერია. იგი ტრენინგებს ატარებს მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის. მისი ძირითადი თემებია პრაქტიკული ფსიქოლოგია მასწავლებლებისთვის, რთული კლასის მართვა, ახალი თაობის ბავშვებთან მუშაობის თანამედროვე მიდგომები, ბავშვის ქცევის შესაძლო ფსიქოლოგიური მიზეზები, ემოციური ინტელექტი და თვითრეგულაცია. ასევე მუშაობს ბულინგის, პირადი საზღვრების, მშობელსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაციის, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებებისა და კონფლიქტების მართვის საკითხებზე.

ყოველდღიურ საქმიანობაში თამარა ატარებს ემოციური ინტელექტის გაკვეთილებს, ხვდება ბავშვებს ინდივიდუალურად, კონსულტაციას უწევს მშობლებსა და მასწავლებლებს და მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში.

მისი მიდგომით, ბავშვის პროტესტი, შფოთვა, ჩაკეტილობა ან სწავლის მოტივაციის დაკარგვა მხოლოდ არასასურველი ქცევა არ არის — მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რა შეიძლება იდგეს მის უკან და რა მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს.

✨ თამარა კინგის პროფესიული მუშაობის ფორმულაა: დაკვირვება — გაგება — პრაქტიკა — თანამშრომლობა.
თავდაპირველად იგი აკვირდება, რა ხდება რეალურად, შემდეგ ცდილობს ქცევის შესაძლო მიზეზების გააზრებას ისე, რომ ვარაუდი დიაგნოზად არ იქცეს. ამის შემდეგ ირჩევს პრაქტიკულ მიდგომას, აკვირდება შედეგს და ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს.

თამარასთვის მთავარია ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დანახვა, მისი ინტერესების დაცვა და უფროსებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. იგი ცდილობს, კანადაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქართულ საგანმანათლებლო გარემოს მოარგოს და ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაეხმაროს. 🇨🇦🇬🇪💙

საკონტაქტო დეტალები:
ERTAD – თამარა კინგის განვითარების ცენტრი
📍 მისამართი: ოსიპ მანდელშტამის ქ. №2, ვაზისუბნის წრიულთან.
⏰ სამუშაო საათები: შაბათ-კვირა, 12:00–18:00.
#Myshoolcom
*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას