2023 წლის 2 ივნისს საქართველოში S.E.A — Spanish English Academy დაფუძნდა. ამ აკადემიამ საგანმანათლებლო რუკაზე ახალი, გამორჩეული წერტილი გააჩინა. მან შექმნა უნიკალური პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი სტიმული მისცა უცხო ენების სწავლების გაძლიერებას – უცხო ენებს აკადემიაში სწორედ ის პროფესიონალები ასწავლიან, რომლებმაც განათლება და გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში მიიღეს. 🏫✨
აკადემია, ნინო ხვედელიანმა დააფუძნა და დღემდე თავად ხელმძღვანელობს. ნინო გახლავთ საგანმანათლებლო ლიდერობის იშვიათი მაგალითი, ის უკვე 25-წელია ესპანეთში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებებს საქართველოში ნერგავს და საკუთარ ცოდნასს სხვებს უზიარებს.

დღეს აკადემია უცხო ენების შესწავლისა და პროფესიული განვითარების ის ადგილია, სადაც ხარისხს განსაკუთრებული ფასი აქვს.
ნინოს ესპანური და ინგლისური ენების სწავლების 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მან ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური და ინგლისური ენების პედაგოგიკის მიმართულებით მიიღო განათლება, სწავლის დასრულების შემდეგ კი კვალიფიკაცია ესპანეთში აიმაღლა. 🇪🇸 წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სასწავლებელსა და კომპანიაში, როგორც პედაგოგი და თარჯიმანი. 💼

თავდაპირველად ესპანური და ინგლისური ენების სწავლებით დაწყებულმა აკადემიამ დროთა განმავლობაში საქმიანობა გააფართოვა.
🚀 დღეს S.E.A მოსწავლეებს ექვსი ენის შესწავლას სთავაზობს:
- 🇪🇸 ესპანური;
- 🇬🇧 ინგლისური;
- 🇩🇪 გერმანული;
- 🇮🇹 იტალიური;
- 🇫🇷 ფრანგული;
- 🇪🇸 კატალონიური.
აკადემიაში მოსწავლის ასაკი შეზღუდული არ არის.

სასწავლო პროცესს უძღვებიან გამოცდილი, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები 🤝, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია როგორც სწავლების ხარისხი, ისე თითოეული მოსწავლის პროგრესი.
📜 A2 დონიდან მოსწავლეებს შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ. 🎓

ნინოსთვის უცხო ენის სწავლება მხოლოდ გრამატიკისა და ლექსიკის დაუფლებით არ შემოიფარგლება.
მას სურს, მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში გამოიყენონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების კულტურა და ამით, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ. 🌐
🧳 ამ მიზანს ემსახურება აკადემიის პროექტი: „სწავლა და მოგზაურობა ესპანეთში“, რომელიც მონაწილეებს ესპანურენოვან გარემოში ენობრივი უნარების პრაქტიკულად განვითარების შესაძლებლობას აძლევს.🇪🇸✨

💡 ნინო წარმატების საფუძვლად შრომისმოყვარეობას, დისციპლინას, დროის სწორ მართვასა ⏱️ და მუდმივ განვითარებას მიიჩნევს. მისი აზრით, პროფესიული ზრდა უწყვეტი პროცესია და სწავლა არასოდეს სრულდება. 📈
S.E.A აკადემიის განვითარების მთავარი მიზანი ხარისხზე ორიენტირებული, სანდო და ცნობადი ბრენდის შექმნაა. ნინოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის თითოეულმა მოსწავლემ არა მხოლოდ ახალი ენა შეისწავლოს, არამედ მიღებული ცოდნით საკუთარი შესაძლებლობებიც გააფართოოს. 🚀

S.E.A — Spanish English Academy-ის დამფუძნებლის, ნინო ხვედელიანის მიერ შექმნილი აკადემიის წარმატების უნიკალური ფორმულა ოთხ ფუნდამენტურ ღირებულებას ემყარება:
უცხო ენა + წინსვლა + განათლება + საერთაშორისო გამოცდილება
📌 აკადემიის მთავარი დევიზიც სწორედ ამ იდეას აერთიანებს:
“უცხო ენების ცოდნა + საერთაშორისო გამოცდილება არის გასაღები გლობალური წარმატებისა და უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ!“🌐

💫 S.E.A აკადემიის იდეა სწორედ ეს არის — განათლება, რომელიც ახალ ცოდნასთან ერთად ახალ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს გვთავაზობს. 🌍🔑
S.E.A — Spanish English Academy-ის საკონტაქტო დეტალები:
📞 ტელეფონი: 591341433;
📧 ელფოსტა: nini@espanolenglish.com
📍 მისამართი: ბელიაშვილის N:145(ა)
ეწვიეთ S.E.A აკადემიის სოციალურ გვერდებს:
#Myschoolcom
*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას