Myschool

მირანდა ვარშანიძე — ქალი, რომელმაც 11 წლის წინ ბათუმელი ბავშვებისთვის საოცნებო ბაღი შექმნა: „ამიკუსის“ გზა პატარა ოცნებიდან დიდ წარმატებამდე🏡✨

თუ ბათუმში საბავშვო ბაღს ეძებთ და ბათუმელ მშობელს რჩევას ჰკითხავთ, დიდი ალბათობით, ერთ-ერთ პირველ პასუხად გაიგონებთ: „ამიკუსი, ჩემს შვილს ისე უყვარს!“ ეს სახელი ბევრი ოჯახისთვის უკვე საყვარელ ადგილთან, ბავშვების ბედნიერებასთან და მშობლების ნდობასთან ასოცირდება. 

სწორედ ამ ბაგა-ბაღ სტუდიას ხელმძღვანელობს ბათუმელებისთვის საყვარელი, პოზიტიური და მუდამ ღიმილიანი ქალბატონი — მირანდა ვარშანიძე, რომელმაც ბავშვების სამყაროს 11 წელი მიუძღვნა. 🌸✨

„ამიკუსის“ ისტორია 11 წლის წინ ერთი განსაკუთრებული იდეით დაიწყო. მირანდას სურდა შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც ბავშვები მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთს კი არ გაატარებდნენ, არამედ თავს ისე იგრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში.

ადგილი, სადაც მათ დახვდებოდათ სიყვარული, სითბო, უსაფრთხოება და განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამ იდეას დაეფუძნა ბაგა-ბაღ სტუდია „ამიკუსი“, რომლის მთავარი პრინციპი დღემდე უცვლელია — ბავშვების ბედნიერება და მათი სრულფასოვანი განვითარება. 🏡💕

წლების განმავლობაში „ამიკუსმა“ განვითარების არაერთი ეტაპი გაიარა, გადალახა გამოწვევები და ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო სივრცედ, რომელიც დღეს 180 აღსაზრდელს აერთიანებს. ბაღი უკვე მე-12 თაობას ზრდის, რაც მირანდა ვარშანიძისთვის განსაკუთრებული სიამაყისა და პასუხისმგებლობის საფუძველია. 👧🏻👦🏻✨

„ამიკუსი“ აერთიანებს ადრეული ასაკის ბავშვთა აღზრდას, სკოლამდელ განათლებასა და სასკოლო მზაობის პროგრამებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ემოციურ კეთილდღეობას, დამოუკიდებლობის განვითარებასა და შემოქმედებითი აზროვნების წახალისებას. 🧩🎨

საგანმანათლებლო პროცესის მრავალფეროვნებისთვის აღსაზრდელებს სთავაზობენ შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს, მუსიკას, ცეკვას, ინგლისურ ენას, თეატრალურ წარმოდგენებს, ექსკურსიებსა და პრაქტიკულ მასტერკლასებს.

🎭🎶📚 ბავშვების ყოველდღიურობაზე ზრუნვა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესით არ შემოიფარგლება — დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ოთხჯერადი კვება 🍎 და ტრანსპორტირების მომსახურებაც. 🚌

„ამიკუსის“ საქმიანობის მნიშვნელოვანი გაგრძელებაა მოსამზადებელი ცენტრი „მენტორ აკადემია“, რომელიც ბავშვების სასკოლო განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მიზანი ერთია: პატარები სკოლას მომზადებულები, თავდაჯერებულები და ახალი ცოდნის მისაღებად მოტივირებულები შეხვდნენ. 🎓🌟

მირანდა ვარშანიძისთვის ამ სფეროში საქმიანობა მხოლოდ პროფესია ან ბიზნესი არ არის. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა — ბავშვების უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ მდგომარეობაზე, თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და მშობლების ნდობაზე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახებსა და ბაღს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. 🤝❤️

„ჩემთვის „ამიკუსი“ მხოლოდ საბავშვო ბაღი არ არის. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ადგილი, სადაც უკვე 11 წელია ბავშვებთან ერთად ვიზრდები, ვსწავლობ და ყოველდღე ახალ სიყვარულს ვიღებ. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ის არის, როდესაც წლების შემდეგ ბავშვი ისევ სიყვარულით მეძახის „მიკუს“.

​როდესაც 11 წლის წინ „ამიკუსის“ შექმნა გადავწყვიტე, ყველაფერს პირველ რიგში მშობლის თვალით ვუყურებდი. როგორც ოთხი შვილის დედას, ძალიან კარგად მესმოდა, რას ეძებს მშობელი საბავშვო ბაღში, რა სჭირდება მის შვილს და რამდენად მნიშვნელოვანია ის სიმშვიდე, რომელსაც შვილის სანდო ხელში დატოვება ჰქვია.

​მინდოდა შემექმნა ზუსტად ისეთი ბაღი, როგორსაც თავად ვისურვებდი ჩემი შვილებისთვის — განსაკუთრებული, თბილი, სიყვარულით სავსე და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული ბავშვი იგრძნობდა, რომ ის მნიშვნელოვანი, დაფასებული და საყვარელია.

​„ამიკუსი“ სწორედ ამ სურვილით დაიბადა. მე ის მხოლოდ ხელმძღვანელის თვალით არ შემიქმნია — მე ის დედის გულით შევქმენი. და დღემდე, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთარ თავს ერთ კითხვას ვუსვამ: ვისურვებდი თუ არა ამას ჩემი შვილისთვის? სწორედ ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი. მე „ამიკუსი“ მხოლოდ ხელმძღვანელის თვალით არ შემიქმნია — მე ის დედის გულით შევქმენი.“ ❤️🙏

— დიდი სიყვარულით გვესაუბრა საკუთარი ბაღის შესახებ მირანდა ვარშანიძე, „ამიკუსის“ დამფუძნებელი. 

11-წლიანი ისტორიის განმავლობაში „ამიკუსმა“ არაერთი თაობა გააცილა სკოლაში. თითოეული მათგანი ბაღის ისტორიაში განსაკუთრებულ მოგონებად დარჩა. ალბათ, ყველაზე დიდი ემოციაც სწორედ ის მომენტია, როდესაც ბავშვი, რომელიც ოდესღაც მშობელს ხელჩაკიდებული პირველად შემოჰყავდა ბაღში, დღეს უკვე სკოლის მოსწავლეა. 🎒🥹

მირანდა ვარშანიძისთვის წარმატება მხოლოდ 11 წელი, 180 აღსაზრდელი ან მიღწეული შედეგები არ არის. წარმატებაა მშობლის ნდობა, ბავშვის ბედნიერი ღიმილი და ის სიყვარული, რომლითაც აღსაზრდელები „ამიკუსს“ წლების შემდეგაც იხსენებენ. 💗

დღეს ბაგა-ბაღ სტუდია „ამიკუსი“ განვითარების ახალ ეტაპებს ხვდება, თუმცა მისი მთავარი ღირებულება უცვლელია — ბავშვებისთვის ბედნიერი ბავშვობისა და მომავლისთვის მყარი საფუძვლის შექმნა. 🌱✨

„აირჩიეთ ამიკუსი — მომავლისკენ სწორი კურსი!“ ❤️

„ამიკუსის“ საკონტაქტო ინფორმაცია:

🔗 Facebook: „ამიკუსი” ბაგა-ბაღი სტუდია

📍 მისამართი: ქ.ბათუმი; ვახტანგ გორგასლის  N:109;

📞 ტელეფონი / Viber:+995 593 02 00 08

📧 ელ ფოსტა: amicuskindergarten@gmail.com

#Myschoolcom

*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას