თუ ვარკეთილში ეძებთ ახალგაზრდა, პროფესიონალ და საქმის მცოდნე ქართული ენის სპეციალისტს, ანა ბეჟანიშვილის სახელი დაიმახსოვრეთ! 📚✨
ანა, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი და ახალგაზრდა მწერალია, რომელიც საკუთარ პროფესიულ მომავალს განათლებისა და ლიტერატურის სფეროს უკავშირებს.🏅📖
მას პედაგოგიური საქმიანობის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. მოსწავლეებს ამზადებს როგორც სასწავლო ცენტრში, ისე კერძო გაკვეთილების ფორმატში, მათ შორის — აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

ანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, აკადემიური ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ მიდგომას იყენებს და ითვალისწინებს მის ცოდნის დონეს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.
როგორც ახალგაზრდა მწერალი და ფილოლოგი, იგი განათლებასა და შემოქმედებას აერთიანებს, მის გაკვეთილებს გულმოდგინე მსმენელები ნამდვილად არ აკლია. 😍
წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ანა ბეჟანიშვილის აბიტურიენტებს წარმატებული შედეგები ჰქონდათ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის გამოცდილებასა და გამოცდებისთვის მიზანმიმართული მომზადების უნარს.

მან იცის, როგორ იმუშაოს აბიტურიენტებთან, სწორად დაგეგმოს სასწავლო პროცესი და მოსწავლეებს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. პროფესიული ცოდნითა და ინდივიდუალური მიდგომით ანა საკუთარ ავტორიტეტს ქმნის განათლების სფეროში.
ანას მიზანია, პროფესიული განვითარება გააგრძელოს საგანმანათლებლო სფეროში და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით კვალიფიციური სპეციალისტის სახელი დაიმკვიდროს. 🌟
📍 ლოკაცია: ვარკეთილი;
📞 საკონტაქტო: 591 08 44 16;
#Myschoolcom
*Myschoolcom–ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.