მარიამ კაკაბაძე, პედაგოგი და სასკოლო განათლების სპეციალისტი, რომელსაც ბათუმის და არა მხოლოდ ბათუმის საზოგადოება კარგად იცნობს, საკუთარ სასწავლო ცენტრს ქმნის🌸🙏 მარიამი დაწყებითი საფეხურის სერტიფიცირებული მასწავლებელი, ტრენერი და სკოლის დირექტორის მოადგილეა. ის ახლა მზადებაშია და საკუთარ სასწავლო ცენტრს ხსნის, რომლის მთავარი მიზანი იქნება ბავშვებისთვის ხარისხიანი, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. 🌟

მარიამ კაკაბაძე წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობს განათლების სფეროში. იგი დღემდე ასწავლის ისეთ ფუნდამენტურ საგნებს, როგორიცაა ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება 📖 მარიამი განათლების სფეროში მხოლოდ როგორც პედაგოგი არ არის ცნობილი; იგი ხშირად არის მოწვეული სატელევიზიო გადაცემებში, სადაც საუბრობს განათლებაზე, ბავშვების განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებზე 📺 მისი პროფესიული საქმიანობა არაერთხელ გამხდარა მედიის ყურადღების ცენტრში და ხელს შეუწყობს ყველა მიზანდასახულ მოსწავლეს, რომ საზოგადოებამ გაიცნოს.

ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა მარიამს აძლევს შესაძლებლობას, სწორად დაინახოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები, აღმოაჩინოს მათი ნიჭი და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას 🎯 მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემა, არამედ თითოეულ ბავშვში არსებული უნარების აღმოჩენა და მათი წარმატების გზაზე მხარდაჭერა. ბათუმელები ამბობენ, რომ ახალი საგანმანათლებლო ცენტრი ის სივრცე გახდება, სადაც ბავშვები რეალურად მიიღებენ ხარისხიან განათლებას და პროფესიულ მხარდაჭერას.

ცენტრი გათვლილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე 🎒 მოსწავლეები შეძლებენ შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და ინგლისური ენა, ასევე ჩაერთონ სახალისო და განმავითარებელ აქტივობებში 🎨 სწავლება განხორციელდება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებსაც მიიღონ ხარისხიანი განათლება 💻 მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ცენტრს ადგილზე ესტუმრონ და პირადად გაეცნონ სასწავლო გარემოს.
თუ ადგილზე მისვლას ვერ შეძლებთ, დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ როგორც ცენტრის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
📍 მისამართი: ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა №104
📱 ტელეფონი: 577 98 08 34
📘 Facebook: მარიამ კაკაბაძის მოსამზადებელი ცენტრი „ამარი”
#Myschoolcom