Myschool

ეკა გოჭლამაზაშვილი — ოჯახში მეხუთე თაობის მასწავლებლიდან საკუთარი აკადემიის დამფუძნებლამდე: EK Academy-ის ინოვაციური ხედვა განათლებაში 📚✨

ბავშვობაში პედიატრობაზე ოცნებობდა, თუმცა ცხოვრებამ სხვა პროფესიული გზა შესთავაზა — გზა, რომელიც საბოლოოდ საკუთარი საგანმანათლებლო აკადემიის შექმნამდე მივიდა. 👩‍🏫დღეს, ეკა გოჭლამაზაშვილი EK Academy-ის დამფუძნებელია და ინგლისური ენის სწავლების საკუთარი, საავტორო მიდგომის — „Puzzle Method“-ის — დანერგვას ცდილობს.

ეკა მეხუთე თაობაა ოჯახში, რომელიც მასწავლებლის პროფესიას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სხვა პროფესია წარმოედგინა, საბოლოოდ გადაწყვიტა, ოჯახის ტრადიცია გაეგრძელებინა და მასწავლებლობა არა მხოლოდ პროფესიად, არამედ საკუთარ ცხოვრებისეულ გზად ექცია. ✨

მისი პროფესიული განვითარება კავკასიის უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით სწავლით დაიწყო. მოგვიანებით კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულება აირჩია — იმ მიზნით, რომ მომავალში საკუთარი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნისთვის საჭირო ცოდნა ჰქონოდა. 🎓

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ეკა ამერიკულ საბჭოში უცხოელებთან მუშაობდა და მათ ქართულს, როგორც მეორე ენას, ასწავლიდა. მონაწილეობდა მოხალისეობრივ პროექტებში და სომხურენოვანი ბავშვებისთვის ღია ონლაინ გაკვეთილებსაც ატარებდა. 🌍📚

მის პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრენინგებსა და კონფერენციებსაც. მათ შორისაა Key Consulting-ში ჩატარებული კონფერენცია — „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს“ და კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენცია — „How to Teach the Foreign Language in Bilingual Children“. 💡

თუმცა ეკასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მაინც მოსწავლეებთან ყოველდღიურმა მუშაობამ შექმნა. უცხო ენების უმაღლეს სკოლა „ნინოში“ მუშაობისას მან დაინახა მოსწავლეების შედეგები, მათი პროგრესი და ის ემოცია, რომელიც სწავლის პროცესში ჩნდება. განსაკუთრებით უყვარდა ახსნის პროცესი, ბავშვებთან კომუნიკაცია, ტრენინგები, ექსკურსიები და კონფერენციები — და, რა თქმა უნდა, მათი ბედნიერი სახეები წარმატების მომენტებში. 🥰🏆

წელს ეკამ სკოლა დატოვა და გადაწყვიტა, საკუთარი იდეისთვის საფუძველი თავად ჩაეყარა. ასე შეიქმნა EK Academy — სივრცე, სადაც მისი დაგროვილი გამოცდილება უკვე საკუთარ ხედვად და მეთოდად ყალიბდება. 🚀❤️

აკადემიის მთავარი სიახლე „Puzzle Method“-ია — მიდგომა, რომლის მიხედვითაც ინგლისური ენის სწავლა შეიძლება იყოს სახალისო და მარტივი, თუ მოსწავლე სწორ გზას, საკუთარ მეთოდს და სისტემატურობას იპოვის. 🧩🇬🇧

EK Academy-ს კიდევ ერთი გამორჩეული შესაძლებლობა საკუთარი მობილური აპლიკაციაა 📱, რომლის საშუალებითაც მშობელს შეუძლია ნახოს შვილის მიღწევები, მასწავლებლის კომენტარები, კალენდარი, ღონისძიებები და ფინანსური ინფორმაცია.

„პატარა ეკას რომ ეკითხათ, სად ხედავდა საკუთარ თავს 10 წელში, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საკუთარი ენების აკადემიას გახსნიდა“, — ამბობს ეკა. ❤️

მისი წარმატების ფორმულა კი ასეთია:

ცოდნა × შრომა × ადამიანებთან ურთიერთობა × გამბედაობა × მუდმივი განვითარება = წარმატება. ✨

დღეს EK Academy-ს ისტორია მხოლოდ დასაწყისია. ეკას სჯერა, რომ დიდი საქმეები სწორედ ერთი პატარა, მაგრამ გაბედული ნაბიჯით იწყება. 🙈❤️✨

აკადემიაში მიღებაუ კვე დაწყებულია, იჩქარეთ!

მისამართი📍ქ.თბილისი, ოსიპ მანდელშტამის ქ. N:2(ა); ვაზისუბნის წრესთან (პრო ფიტნესის მარცხენა მხარეს)

საკონტაქტო: 596 -10-50-33;

დაუკავშირდით აკადემიას: EK Academy-ეკა გოჭლამაზაშვილი

#Myschoolcom

*Myschoolcom–ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.