მარიამ მჟავანაძე ქალაქ ბათუმიდან გახლავთ. ის ინგლისური ენის სპეციალისტი, სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელია. მარიამი უკვე 8 წელია წარმატებით მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. 🇬🇧📖
მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება თანამედროვე, ინოვაციურ სწავლების მიდგომებს. მარიამი მიიჩნევს, რომ უცხო ენის სწავლა მხოლოდ სახელმძღვანელოთი არ უნდა შემოიფარგლოს, ამიტომ მის გაკვეთილებზე ბავშვები სწავლობენ თამაშით 🎲, თეატრალიზებული აქტივობებით 🎭, როლური წარმოდგენებითა და ვირტუალური მოგზაურობებით 🌍.

მარიამმა მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციაში, სადაც წარადგინა თემა „თანამედროვე სასწავლო მიდგომები განათლებაში“. მან კოლეგებს გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება გაკვეთილი გადაიქცეს თეატრად, როგორ იმოგზაურონ მოსწავლეებმა ვირტუალურად ✈️, დადგან ინგლისურენოვანი სპექტაკლები 🌿🎬 და თანამედროვე ხედვით გააცოცხლონ კლასიკური ზღაპრები. 📚✨
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი იყო „The Gingerbread Man“-ის გაცოცხლება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ჯინჯერის კაცუნებიც თავად გამოაცხვეს. მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ბავშვებს ეხმარება, ინგლისური ენა ბუნებრივად, ინტერესითა და ემოციით აითვისონ. ❤️

✍️ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მარიამი მოსწავლეებთან ერთად თავად წერს სასწავლო სცენარებს. ეს შრომატევადი და შემოქმედებითი პროცესია, რომლის შედეგად იქმნება უნიკალური საავტორო რესურსები, რომლებიც წარმატებით შეიძლება გამოიყენონ სხვა მასწავლებლებმა, სკოლებმა და საგანმანათლებლო ცენტრებმა. სურვილის შემთხვევაში, მარიამი მზად არის საკუთარი სცენარები და სასწავლო მასალები კოლეგებსაც გაუზიაროს. 🤝📖
🌟 მარიამ მჟავანაძე თავისი პროფესიონალიზმით, შემოქმედებითი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ინგლისური ენის სწავლა შეიძლება იქცეს გამოცდილებად, რომელიც ბავშვებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.💙📚
#Myschoolcom