Myschool

ირმა გახოკია

მან წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი 🎓 და პროფესიული გზა დაწყებითი კლასის პედაგოგობით გააგრძელა🌷👏.

სამი ათწლეული წელია ერთგულად ემსახურება განათლებას — მუშაობდა ქუთაისის პირველ საავტორო სკოლასა და ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში 📚✨.

ის არის 3 გრიფირებული წიგნის თანაავტორი და 7 წიგნის რედაქტორი (ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ზ. ვახანია) 📖🖊️, ეს მის პროფესიულ კომპეტენციასა და ავტორიტეტზე ნათლად მეტყველებს.

მისი უმთავრესი საზრუნავი ბავშვებია 💚. თითოეული მოსწავლე მისთვის ცალკე სამყაროა, რომელსაც ყურადღება, სითბო და სწორი მიმართულება სჭირდება.

მისთვის პედაგოგობა მხოლოდ საქმიანობა არ არის — ეს მისი ყოველდღიური ფიქრი, ზრუნვა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია 🌿.

თავის პროფესიაზე უსასრულოდ შეუძლია საუბარი, რადგან ამ საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული ❤️.

ეს არის ერთდროულად უაღრესად საპასუხისმგებლო და საოცრად მადლიანი საქმე, და იგი ბედნიერია, რომ ყოველდღიურად შეუძლია ამ მადლის დათესვა და მისი ნაყოფის დანახვა 🌸✨.

ირმა გახოკია — ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი; გახლავთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაწყებით კლასებში ქართული ენის გრიფირებული 3 სახელძღვანელოს თანაავტორი და 7 წიგნის რედაქტორი; არის გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის „ქი ქონსალთინგ“-ის წევრი.