ის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. კარიერა 2018 წელს დაიწყო. ![]()
![]()
მუშაობდა სკოლა ევრო 2000-ში, „მომავლის სკოლასა“ და სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში. ![]()
უკვე 4 წელია ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში მოღვაწეობს. ![]()
![]()
ის უყურებს უცხო ენას არა მხოლოდ როგორც საგანს, არამედ როგორც შესაძლებლობას მოსწავლეებს გაუხსნას გზა სხვა კულტურებისა და კომუნიკაციის სამყაროსკენ.
გაკვეთილები აქცევს აქტიურ, საინტერესო და პრაქტიკულად ორიენტირებულ პროცესად, სადაც ბავშვები ენის ცოდნას რეალურად იყენებენ.
ის გამოირჩევა პასუხისმგებლობით, მოთმინებით და შემოქმედებით მიდგომით სწავლების პროცესში. ![]()
![]()
თითოეული მოსწავლის საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინება მისთვის პრიორიტეტია.
ის აღიარებს, რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი დედამ ითამაშა, რომელმაც მას პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და ადამიანების პატივისცემა ასწავლა. ![]()
![]()
მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს მეუღლისგანაც, რომელმაც ყოველთვის მხარში დაუდგა. ოჯახი მისი მოტივაციაა, იყოს უკეთესი ადამიანი და პროფესიონალი. ![]()
ნინი გუჩმანიძე – ინგლისური ენის ახალგაზრდა და მიზანდასახული მასწავლებელი. ის უკვე 9 წელია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ასწავლის და აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.