სილამაზე, ჯანმრთელობა და პროფესიონალიზმი — ეს ის სამი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელსაც ნინო ბაბუნაშვილი საკუთარ საქმიანობაში აერთიანებს. მისი პროფესიული გზა კლასიკური მედიცინით დაიწყო.
პროფესიით მეან-გინეკოლოგი, წლების განმავლობაში კლინიკურ სფეროში მუშაობდა, სადაც დაგროვილმა გამოცდილებამ მას სამედიცინო ცოდნასთან ერთად პასუხისმგებლობის მაღალი განცდა, სიზუსტე და ადამიანის ორგანიზმის სიღრმისეული ცოდნა შესძინა.

კლინიკურ მედიცინაში გატარებულმა წლებმა მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნა მის შემდგომ პროფესიულ განვითარებას. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რამდენიმე წლის წინ ნინოს ინტერესები ესთეტიკურ მედიცინას დაუკავშირდა.
დღეს ის ექიმი-კოსმეტოლოგია, მუშაობს ინექციური კოსმეტოლოგიის მიმართულებით და ქალაქ ქუთაისში საკუთარი ესთეტიკური კაბინეტი აქვს, სადაც პაციენტებს პროფესიულ მომსახურებას სთავაზობს. 💆♀️
ნინისთვის ესთეტიკური მედიცინა მხოლოდ გარეგნული ცვლილებების შექმნას არ ნიშნავს. მისი მთავარი ამოცანაა, თითოეულ ადამიანს დაეხმაროს საკუთარი ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენაში ისე, რომ შენარჩუნებული იყოს ინდივიდუალობა, ჰარმონია და ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდუალურ მიდგომას, ზომიერებასა და პროცედურების სწორად შერჩევას.

მისი მთავარი უპირატესობა სამედიცინო განათლება და კლინიკური გამოცდილებაა, რაც ესთეტიკურ სფეროში მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნინისთვის პაციენტის უსაფრთხოება ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.
საკუთარ საქმიანობაში იყენებს მხოლოდ სერტიფიცირებულ, პრემიუმ ხარისხის ევროპულ პრეპარატებს და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე.
საერთაშორისო ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა მას შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს თანამედროვე მეთოდებს, სიახლეებსა და ესთეტიკური მედიცინის განვითარების ტენდენციებს. 🌿
პირადი პრაქტიკის პარალელურად, ნინი ბაბუნაშვილი კომპანია Skinotheque-ის („სკინოთეკა“) დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერია. კომპანია ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ევროპული სტანდარტის პროდუქციით არის წარმოდგენილი. აღნიშნული პოზიცია ნინის საშუალებას აძლევს, აქტიურად ითანამშრომლოს სფეროს წარმომადგენლებთან, გაუზიაროს მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება და გააცნოს ევროპული ხარისხის პრეპარატები.

მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული საქმიანობა, არამედ ესთეტიკური მედიცინის სფეროში ხარისხის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობაც.
კოლეგებთან თანამშრომლობა და მუდმივი ინფორმაციის გაცვლა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. 🤝
ნინო მიიჩნევს, რომ ესთეტიკურ მედიცინაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ტექნიკური ცოდნა საკმარისი არ არის. აუცილებელია მუდმივი განვითარება, პასუხისმგებლობა და პაციენტთან გულწრფელი ურთიერთობა.

თითოეული ადამიანის საჭიროება განსხვავებულია, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, პროცედურის დაწყებამდე სწორად განსაზღვროს მოლოდინები და შეარჩიოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა.
„წარმატება ჩემთვის პაციენტის უპირობო ნდობაა. როდესაც ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეს განდობს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემი მიზანი არ არის ადამიანის შეცვლა — მსურს, გამოვკვეთო მისი ბუნებრივი სილამაზე და შევინარჩუნო ის ჰარმონია, რომელიც თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულს ხდის“, — აღნიშნავს ნინო.

მისი პროფესიული გზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნამდვილი ესთეტიკა ცოდნის, გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და ხელოვნების ერთიანობით იქმნება.
ნინო ბაბუნაშვილისთვის ესთეტიკური მედიცინა სწორედ ამ ღირებულებების გაერთიანებაა — სილამაზეზე ზრუნვა, რომელიც ყოველთვის ჯანმრთელობითა და პროფესიონალიზმით იწყება. ✨

საკონტაქტო ინფორმაცია:
📍 მისამართი: ქ. ქუთაისი; ბუხაიძის N:11;
📞 ტელეფონი / WhatsApp / Viber: 555-33-39-40
🔗 Facebook: ნინო ბაბუნაშვილის ესთეტიკის კაბინეტი
#Myschoolcom
*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას