გაიცანით წარმატებული მასწავლებელი, ნინო ბურდიაშვილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ნინო ბურდიაშვილს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და სკოლის დირექტორად მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ამიტომ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლისთვის სიმშვიდე და ნდობა, როცა მისი შვილი გაკვეთილზეა — სწავლობს, ვითარდება და პროფესიონალის ხელმძღვანელობით მიზნისკენ მიდის.

ნინო ბურდიაშვილის შესახებ:
- ქალბატონი ნინო, აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი, სემიტოლოგი და ენათმეცნიერების დოქტორანტია. 1995 წელს დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
- სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ „სპექტრში“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კერძო ლიცეუმში.
- 2008 წლიდან პატარძეულის საჯარო სკოლაში საქმიანობს.
- 2012–2024 წლებში ამავე სკოლის დირექტორი იყო, დღეს კი წამყვანი მასწავლებელია.
- იგი არის თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების სერტიფიცირებული ექსპერტი.
- 2024 წელს განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო მედლით დაჯილდოვდა.
- მასწავლებელი გახლავთ, „თანამედროვე ტრენერთა გაერთიანების” წევრიც.

2025–2026 სასწავლო წელს ნინო ბურდიაშვილმა დააფუძნა საგანმანათლებლო ცენტრი „მოაზროვნე“, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე საგანმანათლებლო ჰაბად გარდაქმნას გეგმავს.
📚 „მოაზროვნეში“ სწავლა მხოლოდ გამოცდისთვის მომზადებას არ ნიშნავს. მოსწავლეები საფუძვლიანად ამუშავებენ გრამატიკულ მასალას, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და მათ კულტურულ-იდეურ კავშირებს. სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ტესტირებებსა და იმიტირებულ გამოცდებს.
ქალბატონი ნინო ამზადებს აბიტურიენტებს, მაგისტრანტებსა და მასწავლებლობის მსურველებს. სწავლება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, სოფელ პატარძეულში, ისე ონლაინ — მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ნინოს უკვე ჰყავს უცხოენოვანი მოსწავლეები და აბიტურიენტებიც. 🌍

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის კომფორტულ და მოქნილ ფორმატს:
- ⏰ მოქნილი გრაფიკი;
- 🎥 ყველა გაკვეთილის ელექტრონული ჩანაწერი; 📖 გაკვეთილებს შორის დახურულ ჯგუფებში დამატებითი მასალების გაცვლა;
- 💬 მუდმივი ინტერაქტივი და უკუკავშირი.
ჯგუფები არის მაქსიმუმ 5-ადგილიანი, რაც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ ჩართულობასა და მასწავლებლისგან მეტ ყურადღებას უზრუნველყოფს.
🎯 მასწავლებლის მიზანია, მოსწავლემ არა მხოლოდ გამოცდა წარმატებით ჩააბაროს, არამედ ისწავლოს აზროვნება, ანალიზი, არგუმენტირება და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება.
მისი შრომისა და მხარდაჭერისთვის უამრავი მშობელი მადლიერებას გამოხატავს, რადგან ნინო ბურდიაშვილის დახმარებით მათმა შვილებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს და საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინეს. დღემდე წერენ ყოფილი მოსწავლეები: „თქვენ განსაზღვრეთ ჩემი წარმატება“ — სიტყვები, რომლებიც ნათლად ასახავს მის როლს თითოეული მოსწავლის განვითარებაში. ნინო ბურდიაშვილი მათთვის არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მუდმივი მხარდამჭერი და იმ შედეგების საიმედო გარანტიაა, რომლებსაც ისინი აღწევენ.

პროფესიული გამოცდილება, თანამედროვე მიდგომები და წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა — სწორედ ეს აერთიანებს ნინო ბურდიაშვილის საქმიანობას.
მასწავლებელთან მიღება უკვე გამოცხადებული,ადგილები კი ივსება, იჩარეთ❗❗
ლოკაცია📍საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი პატარძეული; სწავლა შესაძლებელია ასევე ონლაინ👨💻.
📞 ჩასაწერად დაუკავშირდით ქალბატონ ნინოს: 577 642 883;
#Myschoolcom
*Myschoolcom–ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.