საქართველოში მოქმედ მცირე თუ დიდ კომპანიებს დღეს უკვე აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ გუნდშივე გადაამზადონ და გაზარდონ დამწყები ბუღალტრები.
👩💼 ალბათ არ იცით, რომ ამ ინოვაციური მიდგომის უკან დგას წარმატებული მეწარმე ქალი, 4 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია — შორენა მანძულაშვილი, რომელმაც ქართულ კომპანიებს ეს შესაძლებლობა პირველმა შესთავაზა.
📈 დღეს მისი კომპანია, ADMN Accounting Services, ათასობით ბუღალტრის პროფესიულ ზრდასა და ბიზნესების ფინანსურ სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

💡 როგორ დაიბადა კომპანიის იდეა:
„როდესაც სამი შვილის დედამ მივიღე ფინანსური განათლება და დავასრულე უნივერსიტეტი, მუშაობა დავიწყე ბუღალტრად. აქ არ ჩამოვთვლი, მაგრამ უამრავმა წარმატებულმა კომპანიამ ამიყვანა კერძო ბუღალტრად. დროთა განმავლობაში კომპანიებს ახალი კომპანიები ემატებოდა, იმდენი საქმე დამიგროვდა, რომ შეუძლებელი გახდა პირადად მე ვყოფილიყავი თითოეული ამ კომპანიის ბუღალტერი. სწორედ მაშინ ვიფიქრე, ეს საქმეები სხვა პროფესიონალებისთვისაც ხომ არ გამენაწილებინა — ასე გაჩნდა ADMN Accounting Services-ის დაარსების იდეაც. უკვე 20 წელია ამ სფეროს ვემსახურებით. გააზრებული მაქვს, რომ ჩემი კომპანია ბუღალტრების ახალ თაობას ზრდის და ბიზნესების სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მომავალია.“ — შორენა მანძულაშვილი
🎁 აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია დამწყებ ბიზნესებსა და სტარტაპებს უნივერსალურ პირობებს სთავაზობს: პირველი 2 თვის განმავლობაში მომსახურება სრულიად უფასოა.
🎓 ქალბატონი შორენა წლებია თანამშრომლობს წარმატებულ ბიზნესებთან, ატარებს კორპორაციულ ტრენინგებს და ქმნის სპეციალურ კურსებს მომავალი სპეციალისტებისთვის. მისი და კომპანიის ავტორობით გადამზადებულია უამრავი მოქმედი თუ დამწყები ბუღალტერი მთელ საქართველოში.

⭐ 10+ წლიანი გამოცდილების მქონე ADMN Accounting Services ბიზნესებს სთავაზობს ყოვლისმომცველ, სწრაფ და ზუსტ საბუღალტრო მომსახურებას. კომპანიის მთავარი ამოცანაა, სრულად გაგათავისუფლოთ ფინანსური აღრიცხვის ტვირთისგან, რათა მთელი ყურადღება თქვენი ბიზნესის განვითარებაზე გადაიტანოთ.
🛠️ კომპანიის სერვისები:
- 🎓 კადრების გადამზადება და ტრენინგები: კურსები დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, კორპორაციული ტრენინგები კომპანიებისთვის.
- 📊 სრული საბუღალტრო მომსახურება და აღრიცხვა: სისტემის ორგანიზება, გამართვა და ყოველდღიური ფინანსური მართვა.
- 📑 ფინანსური ანგარიშგება და დეკლარირება: საგადასახადო დეკლარაციების დროული მომზადება და წარდგენა.
- 💡 საგადასახადო და ფინანსური კონსულტაცია: პროფესიონალური მხარდაჭერა და რჩევები ბიზნესის ეფექტური მართვისთვის.
- 🏢 მეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია: სრული ორგანიზაციული მხარდაჭერა საქმიანობის დაწყებისას.
- 💻 პროგრამული უზრუნველყოფა: მუშაობა წამყვან საბუღალტრო სისტემებთან (ORIS, FINA, SUPERFIN).

🤝 წარმოადგენთ ბიზნესს თუ ხართ ფიზიკური პირი, იწყებთ ეკონომიკურ საქმიანობას თუ გჭირდებათ ფინანსების მოწესრიგება ბიზნესის ზრდის პარალელურად — მარტო არ ხართ.
კომპანია „ADMN“ დაგეხმარებათ, რომ თავად შექმნათ ფინანსური კეთილდღეობა! დაუკავშირდით კომპანიას და მიიღეთ სასურველი მომსახურება — კონსულტაცია უფასოა!
📞 საკონტაქტო ინფორმაცია:
📍 მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის 140;
📱 ტელეფონი: 597 26 00 84
✉️ ელ-ფოსტა: info@admn.ge
🌐 Facebook გვერდი: შორენა მანძულაშვილის კომპანია – ADMN საბუღალტრო მომსახურება