ამ ქალბატონისთვის პროფესია მხოლოდ საქმიანობა არ არის — ეს მისი ცხოვრების გზა, პასუხისმგებლობა და მადლიანი მისიაა ![]()
.
სხვა არჩევანი ფიქრშიც კი არ გაუვლია, რადგან თვლის, რომ ეს მისი უცილო წილია და ამ გზას ღირსებით მიუყვება..
მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მოსწავლეების სიყვარულით ანთებული თვალებია ![]()
.
სწორედ ამ თვალებში ხედავს ნდობას, ინტერესსა და იმედს, რომელიც ყოველდღიურად აძლიერებს.
სჯერა, რომ განათლება სიყვარულსა და ადამიანობაზე დგას ![]()
.
მისი ყოველი გაკვეთილი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსმენა, თანადგომა და ღირებულებების, რწმენის გაზიარებაა.
თუ შეძლებს, რომ აღსაზრდელებში სიკეთის, მადლიერებისა და პასუხისმგებლობის ერთი პატარა მარცვალი დათესოს, დარწმუნებით იტყვის — მიცხოვრია ![]()
.
მისთვის სკოლა მხოლოდ შენობა არ არის — ეს მეორე სახლია, სადაც ყოველდღე სითბოსა და რწმენას ანაწილებს, თავადაც იზრდება და სიყვარულით ძლიერდება ![]()
.
ფიქრია თამლიანი – ქ.თბილისის 47-ე საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი მასწავლებელი.