ქუთაისელი კვალიფიციური პედაგოგი ანი ჭუმბაძე უკვე 15 წელია აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ინგლისურ ენაში უმაღლესი შედეგების მიღწევაში ეხმარება. ✍️🌟
მისი მთავარი საიდუმლო არა მხოლოდ საგნის ღრმა ცოდნა, არამედ თითოეული მოსწავლისთვის მეგობრად, ფსიქოლოდ და მთავარ გულშემატკივრად ქცევაა. 🧠💖
წლევანდელმა გამოცდებმა პედაგოგის დაუღალავი შრომისა და სწორი მეთოდოლოგიის ტრიუმფი კიდევ ერთხელ დაამტკიცა — მისმა მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის საგამოცდო ტესტში მაქსიმალური ქულები მოიპოვეს! 🎯🏆
უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილი პედაგოგი მსურველებს წარმატებით ამზადებს როგორც ფიზიკურად (ქუთაისში), ისე ონლაინ რეჟიმში. 💻🌍 ანი მასწავლებლის ერთ-ერთი უმაღლესაულიანი მოსწავლე კახეთიდან გახლდათ და ის მას ონლაინ ამზადებდა. 📚
გაიცანით აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს ქულებს ანი ჭუმბაძის მეთოდიკასა და კვალიფიკაციას უმადლიან. 👇
ნია ქარცივაძე (70 ქულა):
„აბიტურიენტობა ის პერიოდია, რომელიც დიდ როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის მომავალში. უმაღლეს ქულას ვერ ავიღებდი, რომ არა ანი მასწავლებელი და ის შრომა, რომელიც მან არა მარტო ჩემში, არამედ თითოეულ თავის მოსწავლეში ჩადო. მის სახით შევიძინე არა მარტო გამორჩეული მასწავლებელი, არამედ ერთგული მეგობარიც.“ 😍✨
თათული მესხი (70 ქულა):
„მაქსიმალური ქულა არა მხოლოდ ჩემი, არამედ გარშემომყოფების გულითადი გულშემატკივრობისა და დახმარების ნაყოფია. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, ანი მასწავლებელს, რომელმაც შეგვიქმნა დატვირთული გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების ლიმიტებს ვძლევდით.“ 🌿🚀
მარიამ სარდალაშვილი (68 ქულა):
„ჩემი და ჩემი უსაყვარლესი, ანი მასწავლებლის 10-თვიანი, დაუღალავი, მონდომებული და ძლიერი მეცადინეობის შედეგია. ჩვენი გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა, თუმცა ამას არავითარი გავლენა არ ჰქონია. ბევრი შრომა, ურთულესი ტესტები და 2-საათიანი გაკვეთილები ნამდვილად დაგვიფასდა!“ 🫂🔥
მარიამ ებანოიძე (68 ქულა):
„ანი მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის გვაძლევდა მოტივაციას და არასოდეს გვტოვებდა მხარდაჭერის გარეშე. სწორედ მისი მხარდაჭერა, მოთმინება და გულწრფელი დამოკიდებულება თითოეული მოსწავლის მიმართ გახდა იმ 68 ქულის მიზეზი, რომელმაც მოლოდინებს გადააჭარბა და ნამდვილად ასახა ჩვენი შრომა.“ 💯🙌
დიანა ასათიანი (66 ქულა):
„ანი მასწავლებლისგან მიღებულმა მოტივაციამ და მხარდაჭერამ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და სასურველ შედეგამდე მიმიყვანა. ანის სახით აბიტურიენტები არა მხოლოდ კარგ პროფესიონალს, არამედ განსაკუთრებულ მეგობარს იძენენ. უღრმესი მადლობა მას თითოეული დღისთვის! მადლობა!“ 🙌
#Myschoolcom