✨,,ჩემი 23-წლიანი პედაგოგიური საქმიანობა ორ ნაწილად იყოფა — სანამ დედა გავხდებოდი და შემდეგ, როცა დედობის მადლი მებოძა უფლისგან. 🌸 ყველა ეტაპზე ვცდილობდი ვიყო სამართლიანი და შემემჩნია თითოეული მოსწავლის ნიჭი და შესაძლებლობა. 🌷🌠
როცა შვილი გამიჩნდა, ყველა მოსწავლეში უკვე ჩემს შვილს ვხედავდი და ვხედავ დღესაც. მათ სიხარულში ვპოულობ შთაგონებას, მათ შეცდომებში — ზრდის შესაძლებლობას, მათ წინსვლაში — საკუთარ გამარჯვებას. 🌷
„ყურადღებიანი დამრიგებლისთვის ყოველი მოსწავლე თითქოს მისი შვილია — უსმენს, ამშვიდებს, ამხნევებს და პასუხისმგებლობას გრძნობს მის აღზრდაზე.“ როცა ჩემი მოსწავლე მეუბნება: „ხათუნა მასწავლებელო, მე თქვენგან დედის სითბოს ვგრძნობდი“ — ეს უკვე ყველაფერს ამბობს. ❤️👩🏫
ხათუნა რუსიეშვილი – სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის V(გ)კლასის დამრიგებელი;