Myschool

30 წელი განათლებაში – მაია ღამბაშიძის საგანმანათლებლო სივრცე სოლოლაკში 📚✨

მაია ღამბაშიძის პროფესიული გზა სკოლას 30 წელზე მეტია უკავშირდება. 

👩‍🏫 პედაგოგი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ფლობს და წლების განმავლობაში მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის.

დაგროვილმა გამოცდილებამ მან ახალი იდეის განხორციელებისკენ უბიძგა — 13 წლის წინ მაია ღამბაშიძის ინიციატივით შეიქმნა საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სხვადასხვა საგნის კვალიფიციური პედაგოგები ერთ სივრცეში იმუშავებდნენ. 🎓

იდეის მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის დროისა და გადაადგილების შემცირება იყო, თუმცა კონცეფცია ამით არ შემოიფარგლებოდა. მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნაც, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს საერთო ინტერესების გარშემო ურთიერთობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებოდათ. 🤝

📍 დღეს ცენტრი თბილისში, სოლოლაკში, გ. ტაბიძის ქუჩა N9-ში მდებარეობს და მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში მომზადების შესაძლებლობას სთავაზობს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგების გუნდი და მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესია.

ცენტრის ხელმძღვანელი პედაგოგებს პირადად არჩევს. გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია, არამედ მისი სწავლების მეთოდიც — პედაგოგის მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთილზე დასწრებით აფასებენ. 👩‍🏫📖

სწავლება მცირე, სამკაციან ჯგუფებში მიმდინარეობს, რაც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მეტი ყურადღების გამახვილების საშუალებას იძლევა.

ცენტრში ემზადებიან აბიტურიენტები, ხოლო I-დან IX კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის მოქმედებს ყოველდღიური მომზადების ჯგუფები. 

📚 VI კლასიდან სწავლება მიმართულებების მიხედვითაა დაყოფილი — ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნები ცალკე პედაგოგებთან ისწავლება.

ასევე ფუნქციონირებს უცხო ენების სასწავლო ჯგუფები დონეების მიხედვით — ინგლისური 🇬🇧, გერმანული 🇩🇪 და რუსული 🇷🇺.

☀️ ზაფხულში ცენტრში საზაფხულო სკოლაც ფუნქციონირებს. 13 წლის განმავლობაში კი ცენტრს არაერთი წარმატებული, მათ შორის უმაღლესი ქულით ჩარიცხული აბიტურიენტი ჰყავს.

✨ მათთვის, ვინც შვილებისთვის ხარისხიან განათლებას, გამოცდილ პედაგოგებსა და მშვიდ, მეგობრულ სასწავლო გარემოს ეძებს, ცენტრი ახალი სასწავლო წლისთვის მიღებას უკვე აცხადებს.

📍 თბილისი, სოლოლაკი, გ. ტაბიძის ქ. N9
📱 557 77 58 54

#Myschoolcom

*Myschoolcom–ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.